მოვსეს ხორენაცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მოვსეს ხორენაცი“ გადაიტანა გვერდზე „მოსე ხორენელი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მოსე ხორენელი“ გადაიტანა გვერდზე „მოვსეს ხორენაცი“ გადამისამ...)

14:22, 12 აპრილი 2024-ის ვერსია

მოვსეს ხორენაცი – სომეხი ისტორიკოსი, ავტორი „სომხეთის ისტორიისა“.

თხზულების ქრონოლოგიური დიაპაზონი დიდია – უძველესი დროიდან, ვიდრე 428 ამბებამდე. აღნიშნული მატიანე ფართო თხრობითი ტილოა. ამით ის განსხვავდება ზეპირ გადმოცემებზე დამყარებული ე.წ. „საწყისი ისტორიისგან“. მათ შორის იგივე მიმართებაა, რაც „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ და „ქართლის ცხოვრების“ ადრეულ ნაწილებს შორის. „სომხეთის ისტორია“ სომხური ზეპირსიტყვიერებისა ღა ელინურ-ბიზანტიური და სხვ. ლიტერატურის შეჯერების მეტად საინტერესო ნიმუშია. მოვსეს ხორენაცი V საუკუნის ავტორად ითვლება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის ცხოვრობდა უფრო გვიან (VI-VII ან VIII-IX სს). მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორია“ შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს ანტიკური პერიოდის საქართველოს ისტორიულ წარსულზე, კერძოდ, ქართლის სამეფოს შესახებ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები