ჩხოროწყუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Chxorowyu.PNG|thumb|250პქ|ჩხოროწყუ]]
 
'''ჩხოროწყუ''' –  ქალაქი (1960 წლიდან)  [[საქართველო]]ში, [[სამეგრელო]]ში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოიცავს სოფელ გარახას. გაშენებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მ-ზე, თბილისიდან 344 კმ.
 
'''ჩხოროწყუ''' –  ქალაქი (1960 წლიდან)  [[საქართველო]]ში, [[სამეგრელო]]ში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოიცავს სოფელ გარახას. გაშენებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მ-ზე, თბილისიდან 344 კმ.
  

23:49, 18 აპრილი 2024-ის ვერსია

ჩხოროწყუ

ჩხოროწყუ – ქალაქი (1960 წლიდან) საქართველოში, სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოიცავს სოფელ გარახას. გაშენებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მ-ზე, თბილისიდან 344 კმ.

სახელწოდება ჩხოროწყუს ორივე შემადგენელი ფუძე მეგრულია: ჩხორო („ცხრა") წყუ („წყალი“, „წყარო“). როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია შენიშნული, ჩხოროწყუ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს აქ უთუოდ ცხრა წყარო დიოდა; უბრალოდ ეს ადგილი მდიდარი ყოფილა წყაროებით; ცხრა საკრალური რიცხვია და წყაროთა სიმრავლეზე უნდა მიგვანიშნებდეს. სიტყვა ჩხორო („ცხრა“) მართლაც საკმაოდ ხშირად იჩენს თავს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტოპონიმიაში. ჩხოროწყუს საერთო-ქართულ ტოპონიმიაში მრავალი ანალოგი ეძებნება, ამიტომ იგი მხოლოდ „წყარომრავალ ადგილად უნდა გავიაზროთ.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები