ნარეკვავი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | ||
+ | [[კატეგორია: მდინარეები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]] | [[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]] | ||
[[კატეგორია:მდინარეები მცხეთა-მთიანეთის მხარეში]] | [[კატეგორია:მდინარეები მცხეთა-მთიანეთის მხარეში]] |
17:16, 20 აპრილი 2024-ის ვერსია
ნარეკვავი – პატარა მდინარე მცხეთა-მთიანეთის მხარეში. დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ალევის ქედის სამხრეთ ბოლოზე, ზღვის დონიდან 1360 მ-ზე, ერთვის მდინარე არაგვს მარჯვნიდან. სიგრძე 47 კმ, აუზის ფართობი 277 კმ².
საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს, წყალმოვარდნა — შემოდგომაზე.
მდინარის სახელწოდების ეტიმოლოგია უცნობია. ფორმის თვალსაზრისით იგი მიმღეობურ სახელს მოგვაგონებს, ნა-ავ აფიქსით გაფორმებულს, მაგრამ რას უნდა უკავშირდებოდეს თვითონ -რეკვ-ძირი, ძნელი სათქმელია. XVII საუკ. ერთ-ერთ დოკუმენტში ნარეკვავი ნარეკვა ფორმით არის მოხსენიებული, მაგრამ ეს ფაქტიც არაფერს გვეუბნება სახელწოდების წარმოშობის თაობაზე. უთუოდ საინტერესოა ისიც, რომ კ. ჰანს ჰიდრონიმი ნარეკვავი შეცდომით აქვს ჩაწერილი და განმარტებული: колючая трава „ნარი“ ворона „ყვავი“. სიტყვათა ამგვარ კავშირს თვით ჰანიც გაუოცებია: კაცმა არ იცის, საიდან მომდინარეობს ასეთი უცნაური სახელწოდებაო. იქნებ: ნარეგვავი „სწრაფი დინებისაგან გარეგვილი ადგილები?“.