ღობიარი გამრეკელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გამრეკელ ღობიარი''' - ჯავახეთის ერისთავი XIII ს-ის ბოლო მეოთხ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გამრეკელ ღობიარი“ გადაიტანა გვერდზე „ღობიარი გამრეკელ“) |
15:38, 12 ივნისი 2017-ის ვერსია
გამრეკელ ღობიარი - ჯავახეთის ერისთავი XIII ს-ის ბოლო მეოთხედში. კახა (III) თორელის შემდეგ ჯავახეთის ერისთავობა გადასულა თორელთა განაყოფ ღობიართა საგვარეულოში. ჯვრის მონასტრის აღაპებში შეტანილია ერისთავთ-ერისთავ ღობიარ გამრეკელის მოსახსენებელი. ნ. შოშიაშვილის დაკვირვებით, ღობიარები XIV ს. მეორე ნახევრამდე უნდა ყოფილიყვნენ ჯავახეთის ერისთავები.
წყაროები და ლიტერატურა
მეტრეველი 1962: 75 N72; შოშიაშვილი 1966: 49.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017