გუჯარეთისწყალი
(ახალი გვერდი: '''გუჯარეთისწყალი''' – მდინარე საქართველოში, [[ბორჯომის მუნ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''გუჯარეთისწყალი''' – [[მდინარე]] [[საქართველო]]ში, [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნიციპალიტეტში]]. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მურყნევის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2060 მ სიმაღლეზე და ჩაედინება მდ. მტკვარში ქ. [[ბორჯომი (ქალაქი)|ბორჯომთან]]. | + | '''გუჯარეთისწყალი''' – [[მდინარე]] [[საქართველო]]ში, [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნიციპალიტეტში]]. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მურყნევის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2060 მ სიმაღლეზე და ჩაედინება მდ. [[მტკვარი|მტკვარში]] ქ. [[ბორჯომი (ქალაქი)|ბორჯომთან]]. |
მდინარის სიგრძეა 43 კმ,<br /> | მდინარის სიგრძეა 43 კმ,<br /> | ||
19:54, 4 მაისი 2024-ის ვერსია
გუჯარეთისწყალი – მდინარე საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მურყნევის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2060 მ სიმაღლეზე და ჩაედინება მდ. მტკვარში ქ. ბორჯომთან.
მდინარის სიგრძეა 43 კმ,
საერთო ვარდნა – 1285 მ,
აუზის ფართობი – 325 კმ,2
საშუალო მრავალწლიური ხარჯი წაღვერთან 3,24 მ3/წმ.
წყალდიდობები იწყება მარტის შუა რიცხვებიდან და გრძელდება ივნისის ბოლომდე. წყალმცირობის პერიოდში დამახასიათებელია წყალმოვარდნები. ზამთარში დამახასიათებელია ყინულნაპირისი, თოში, ყინულსაფარი. ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიათებს მდ. გუჯარეთისწყლის ხეობას: „… არს ხეობა გუჯარეთისა, და ყოფილარიან მრავალნი შენობანი და ეკლესიანი, გარნა აწ შემუსვრილნი”. ხეობა ოდითგანვე ყოფილა დასახლებული. XIX საუკუნეში აქ ოსებიც დასახლებულან.