კორნიუს სპირალი
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კორნიუს სპირალი“ გადაიტანა გვერდზე „კლოტოიდა“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კლოტოიდა“ გადაიტანა გვერდზე „კორნიუს სპირალი“ გადამისამართებ...) |
მიმდინარე ცვლილება 12:53, 2 მაისი 2024 მდგომარეობით
კორნიუს სპირალი, კლოტოიდა − ბრტყელი ტრანსცენდენტური წირი. ნატურალური განტოლებაა
; ე. ი. სიმრუდის R რადიუსი რკალის s სიგრძის უკუპროპორციულია. პარამეტრული განტოლება:
კორნიუს სპირალი მიეკუთვნება ფსევდოსპირალებს. მას მას გააჩნია კოორდინატთა სათავისადმი სიმეტრიული ორი შტო. კოორდინატთა სათავე გადაღუნვის წერტილია; 0x ღერძი მხებია; აქვს ორი ასიმპტოტური წერტილი
კორნიუს სპირალს ზოგჯერ ლ. ეილერის სპირალს უწოდებენ, რადგანაც იგი პირველად ლ. ეილერთან გვხვდება (1744). კ. კორნიუმ ეს წირი გამოიკვლია (1874) სინათლის დიფრაქციის გრაფიკულ გათვლებთან დაკავშირებით.
კორნიუს სპირალის მთავარი თვისება ის არის, რომ მისი სიმრუდე მასზე გავლილი მანძილის სიგრძის პირდაპირ პროპორციულია. ეს თვისება ფართოდ გამოიყენება გზატკეცილებისა და განსაკუთრებით რკინიგზების მშენებლობისას, სადაც მოითხოვება გზის სწორი მონაკვეთიდან მომრგვალებულ მონაკვეთზე გადასვლა ხდებოდეს გზის სიმრუდის თანაბარი ცვლილებით.