საფარულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საფარულა, საფარეული''' – თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, დიდმტევნ...)
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
[[კატეგორია:ვაზის აჭარული ჯიშები]]
 
[[კატეგორია:ვაზის აჭარული ჯიშები]]
 
[[კატეგორია:სასუფრე ვაზის ჯიშები]]
 
[[კატეგორია:სასუფრე ვაზის ჯიშები]]
[[კატეგორია:თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები]]
+
[[კატეგორია:სასუფრე ვაზის ჯიშები]]

21:12, 14 მაისი 2024-ის ვერსია

საფარულა, საფარეული – თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, დიდმტევნიანი, კნატუნა ყურძენი, სუფრის. ფოთოლი დიდი ზომისაა: 14X23 სმ, სქელი და მუქი მწვანე, ქვედა მხარე შებუსულია თეთრად. მტევანი დიდი ზომისაა: 20X8 სმ, საშუალო წონა – 258 გრ, კონუსური ფორმის. მარცვალი მწვანე ფერისაა, საშუალო ზომის – 1.8X1,7 სმ მომრგვალო ფორმის, სქელკანიანი და კნატუნა. ყურძნის წვენის შაქრიანობაა 16.5 %, მჟავიანობა – 11.11 გრ/ლ. მოსავლიანობაა 10-15 კგ ძირზე (მაღლარი). სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადია, ყინვაგამძლეა. იზრდება ჰიფსომეტრიულად მაღალ ადგილებში. პირველად საფარის მიდამოებში იქნა მიკვლეული და ამიტომ ეწოდა ეს სახელი. მოგვიანებით იგი მიაკვლიეს აგარისა და აწყურის მიდამოებშიც.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები