საღამო (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
+ | ==იხილე აგრეთვე== | ||
+ | [[საღამოს ეკლესიები]] | ||
==წყარო== | ==წყარო== |
22:32, 14 მაისი 2024-ის ვერსია
საღამო – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, განძნის თემში, საღამოს ტბის ჩრდილოაღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1990-2060 მ სიმაღლეზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 181, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).
ძველად დიდი სოფელი ყოფილა.სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების 3 ეკლესია. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია შუა საუკუნეების 4 ეკლესია, ზოგიერთი ძლიერ დაზიანებული. ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს: „ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳითმპყრობელ, მეფეთა მეფე დავით”. სოფელში მდგარა 3 მეტრი სიმაღლის ქვა ასომთავრული წარწერით, სადაც მოხსენიებულია დავით ულუ. ქვა ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.