პალმე ულოფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პალმე ულოფ“ გადაიტანა გვერდზე „ულოფ პალმე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ულოფ პალმე“ გადაიტანა გვერდზე „პალმე ულოფ“ გადამისამართებაზე)

21:05, 11 ივნისი 2024-ის ვერსია

სვენ ულოფ იოაკიმ პალმე – (შვედ. Sven Olof Joachim Palme, დ. 30 იანვარი, 1927, სტოკჰოლმი — გ. 28 თებერვალი, 1986, იქვე), შვედი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, პრემიერ-მინისტრი 1969-76 და 1982-86. განათლება მიიღო შვედეთსა და აშშ-ში. 1949 გაერთიანდა სოციალ-დემოკრატიულ ლეიბორისტულ პარტიაში, 1954 იყო პრემიერ-მინისტრის მდივანი. 1955-61 ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ მოძრაობას. მთავრობაში 1963 მოვიდა. პრემიერ-მინისტრობამდე ეკავა სხვადასხვა პოსტი, 1969 გახდა სოციალ-დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. პრემიერ-მინისტრად ყოფნისას გაატარა კონსტიტუციური რეფორმები, რომელთა მიხედვითაც რიქსდაგი ერთპალატიან პარლამენტად ჩამოყალიბდა, ხოლო მონარქს ჩამოერთვა ძალაუფლება. 1986 მოკლეს.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები