პტოლემეუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პტოლემეი (პტოლემეუსი)''' (ახ. წ. ≈ 90 – ≈ 160), ძველი საბერძნეთის ას...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „პტოლემეი (პტოლემეუსი)“ გადაიტანა გვერდზე „პტოლემეუსი“) |
მიმდინარე ცვლილება 13:16, 9 ივლისი 2024 მდგომარეობით
პტოლემეი (პტოლემეუსი) (ახ. წ. ≈ 90 – ≈ 160), ძველი საბერძნეთის ასტრონომი, მათემატიკოსი და გეოგრაფი. შეიმუშავა უძრავი დედამიწის გარშემო პლანეტათა მოძრაობის თეორია. მის ძირითად ნაშრომში – „ალმაგესტი“ (13 წიგნათ), რომელშიც განზოგადებულია წინაპართა ასტრონომიული ცოდნა, გადმოცემულია ცნობები ბრტყელი და სფერული ტრიგონომეტრიის შესახებ, მოცემულია თეორემა წრეში ჩახაზული ამოზნექილი ოთხკუთხედის შესახებ (პტოლემეის თეორემა).