ინციდენტურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ინციდენტურობა“ გადაიტანა გვერდზე „ინციდენტობა“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ინციდენტობა“ გადაიტანა გვერდზე „ინციდენტურობა“ გადამისამართე...) |
მიმდინარე ცვლილება 15:22, 9 ივლისი 2024 მდგომარეობით
ინციდენტურობა (ინციდენტობა) (ლათ. incido – „შემთხვევით ვარდნა რამეში ან რამეზე“, „სადმე მოხვედრა“) – გეომეტრიული ტერმინი, რომელიც გამოიყენება გეომეტრიულ ობიექტებს (წერტილებს, წრფეებს, სიბრტყეებს) შორის. მიკუთვნების (კავშირი, შეერთება) დამოკიდებულების (ϵ) აღსანიშნავად.
ინციდენტურობის თვისებები ხასიათდებიან ე. წ. მიკუთვნების აქსიომებით.
ასეთი „ნეიტრალური“ ტერმინი იმისათვის არის შერჩეული, რომ ხაზი გაუსვას განსახილველი დამოკიდებულების ურთიერთობას. სახელწოდება გრასმანმა შემოიღო. შემდეგ ინციდენტობის დამოკიდებულება დაწვრილებით შეისწავლა გ. შუბერტმა, რომელსაც ეკუთვნის „შუბერტის ინციდენტობის თეორემა“ (1876). ინციდენტობის აქსიომათა ერთ-ერთი პირველი ჯგუფი ჩამოაყალიბა იტალიელმა მათემატიკოსმა პიერიმ (1899).