საიდ ნური
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საიდ ნური“ გადაიტანა გვერდზე „ნური საიდ“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნური საიდ“ გადაიტანა გვერდზე „საიდ ნური“ გადამისამართებაზე) |
მიმდინარე ცვლილება 14:45, 25 ივლისი 2024 მდგომარეობით
ნური საიდ – (არაბ. نوري السعيد 23 ოქტომბერი 1887 — 15 ივლისი 1958), ერაყელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი (1922-58), ეკავა ერაყის პრემიერ-მინისტრის (1930-32, 1939-40, 1941-47, 1949, 1950-52, 1954-58), საგარეო საქმეთა მინისტრის (1933-36, 1940-41), სამხედრო მინისტრისა (1922-24. 1926-29, 1933-34, 1941-47, 1953-55) და შინაგან საქმეთა მინისტრის (1939-40, 1949, 1950-52) პოსტები.
საიდ ნური ატარებდა პრობრიტანელ პოლიტიკას. 1930 ინგლისთან დადო ხელშეკრულება, რომლითაც გაძლიერდა დიდი ბრიტანეთის გავლენა ერაყზე. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მიისწრაფოდა სირიის, იორდანიისა და ერაყის გაერთიანებისაკენ ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ, იყო ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1958 წლის 14 ივლისს ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუციის შედეგად მისი მთავრობა დაემხო, თვითონ საიდ ნური კი მოკლეს.