ფეშქაშნავისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფეშქაშნავისი''' - (სპარს. peškaš ნავის - საჩუქართა, ძღვენთა აღმწერ...)
 
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
 
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
  
[[კატეგორია:საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველოს მოხელეები]]
+
[[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მოხელეები ძველ საქართველოში]]
[[კატეგორია:თანამდებობები]]
+
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]

11:04, 19 ივნისი 2017-ის ვერსია

ფეშქაშნავისი - (სპარს. peškaš ნავის - საჩუქართა, ძღვენთა აღმწერი). სულხან-საბას განმარტებით, ფეშქაშნავისი იგივეა, რაც მუქიფი. ეს უკანსკნელი კი განმარტებულია, როგორც „ძღვენთა მნე“.

„დასტურლამალის“ თანახმად, არსებობდა „ფეშქაშის“ ქარხანა (საწყობი), რომელიც ფეშქაშნავისს და თავლიდარს ჰქონდათ ჩაბარებული. აქ ინახებოდა მეფისადმი მიძღვნილი ძვირფასი საჩუქრები, რომელთა გასაჩუქრება შეიძლებოდა მეფისავე მოთხოვნით. ფეშქაშნავისს ევალებოდა ფეშქაშის მიღება-გაცემის ანგარიშის წარმოება. 1703 წ-ის წყალობის წიგნის მიხედვით, ყოველ შემოსულ ფეშქაშზე ფეშქაშნავისს მისი ღირებულების ერთი მეათედი ერგებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოში ორი ფეშქაშნავისი არსებულა - ქართლისა და კახეთის. მათი სარგო შეადგენდა შემოსული ფეშქაშების საერთო ღირებულების ერთ მეთერთმეტედს.



წყაროები და ლიტერატურა

დასტურლამალი 1952: 246; სურგულაძე 1952: 216.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები