სკლიაროსი ბარდა
(ახალი გვერდი: '''სკლიაროსი, (სკლეროსი) ბარდა''' – (ბერძ. Βάρδας Σκλήρος, გ. 991), ბიზანტი...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''სკლიაროსი, (სკლეროსი) | + | '''ბარდა სკლიაროსი, (სკლეროსი) ''' – (ბერძ. Βάρδας Σκλήρος, გ. 991), ბიზანტიის თვალსაჩინო სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. მცირეაზიური პროვინციული არისტოკრატიის წარმომადგენელი, პატრიკიოსი. აქტიურად იბრძოდა მაკედონელთა დინასტიის დასამხობად, 976-979 მოაწყო აჯანყება მცირეწლოვანი იმპერატორების წინააღმდეგ. სკლიაროსთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა იმიერტაოს მმართველის [[დავით III დიდი|დავით III კურაპალატი]]ს [[ლაშქარი|ლაშქარმა]], რომელსაც [[თორნიკე ერისთავი]] სარდლობდა, 987-989 ბარდა სკლიაროსმა ხელმეორედ მოინდომა საიმპერატორო ტახტის მიტაცება. ამჯერად დავით კურაპალატმა მხარი აჯანყებულებს დაუჭირა. ბასილი II-მ კიევის დიდი მთავრის ვლადიმირ სვიატოსლავის ძის დახმარებით შეძლო აჯანყების ჩახშობა. დამარცხებული სკლიაროსი იძულებული შეიქნა ბედს შერიგებოდა და იმპერატორისათვის პატიება ეთხოვა. |
16:51, 9 აგვისტო 2024-ის ვერსია
ბარდა სკლიაროსი, (სკლეროსი) – (ბერძ. Βάρδας Σκλήρος, გ. 991), ბიზანტიის თვალსაჩინო სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. მცირეაზიური პროვინციული არისტოკრატიის წარმომადგენელი, პატრიკიოსი. აქტიურად იბრძოდა მაკედონელთა დინასტიის დასამხობად, 976-979 მოაწყო აჯანყება მცირეწლოვანი იმპერატორების წინააღმდეგ. სკლიაროსთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა იმიერტაოს მმართველის დავით III კურაპალატის ლაშქარმა, რომელსაც თორნიკე ერისთავი სარდლობდა, 987-989 ბარდა სკლიაროსმა ხელმეორედ მოინდომა საიმპერატორო ტახტის მიტაცება. ამჯერად დავით კურაპალატმა მხარი აჯანყებულებს დაუჭირა. ბასილი II-მ კიევის დიდი მთავრის ვლადიმირ სვიატოსლავის ძის დახმარებით შეძლო აჯანყების ჩახშობა. დამარცხებული სკლიაროსი იძულებული შეიქნა ბედს შერიგებოდა და იმპერატორისათვის პატიება ეთხოვა.