სტიმსონი ჰენრი ლუის
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სტიმსონი ჰენრი ლუის“ გადაიტანა გვერდზე „ჰენრი ლუის სტიმსონი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰენრი ლუის სტიმსონი“ გადაიტანა გვერდზე „სტიმსონი ჰენრი ლუის“ ...) |
22:55, 11 აგვისტო 2024-ის ვერსია
ჰენრი ლუის სტიმსონი – (ინგლ. Henry Lewis Stimson, 21 სექტემბერი, 1867 — 20 ოქტომბერი, 1950), აშშ-ის სახელწიფო მოღვაწე.
1911-13 პრეზიდენტ ტაფტის დროს მუშაობდა სამხედრო მინისტრად. 1927 იყო პრეზიდენტის სპეციალური დესპანი ნიკარაგუაში. 1928-29 – ფილიპინების გენერალ-გუბერნატორი. 1929-33 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (პრეზიდენტ ჰუვერის დროს). 1930 ამერიკის დელეგაციას მეთაურობდა ლონდონის საზღვაო კონფერენციაზე, ხოლო 1932 – განიარაღების კონფერენციაზე ჟენევაში. სახელმწიფოს სათავეში რუზველტის მოსვლის შემდეგ სამსახურიდან გადადგა (1933). მეორე მსოფლიო ომის წლებში გამოდიოდა გერმანული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის მომხრედ, ილაშქრებდა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული „ნეიტრალიტეტის აქტის“ წინააღმდეგ. 1940 პრეზიდენტმა ფ. რუზველტმა რესპუბლიკელი სტიმსონი თავისი კაბინეტის პოზიციების გასამყარებლად მთავრობის შემადგენლობაში სამხედრო მინისტრად შეიყვანა, ამ პოსტზე იგი მთელი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის მანძილზე იმყოფებოდა. 1945 თანამდებობიდან გადადგა.