ტაციტუსი პუბლიუს კორნელიუს
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
მიჩნეულია უკანასკნელ დიდ რომაელ ისტორიკოსად. მისი თხზულებებიდან განსაკუთრებით ფასეულია „ისტორია“ და „ანალები“, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს 14-96 წლებს – [[ავგუსტუსი გაიუს ოქტავიანე|ავგუსტუსი]]ს გარდაცვალებიდან დომიციანეს გარდაცვალებამდე. ამ ნაშრომების დიდი ღირსებაა ისიც, რომ ბევრი მოვლენის მომსწრე და მონაწილე თავად იყო ან გააჩნდა მათ შესახებ ვრცელი ინფორმაციები. აღნიშნულ ნაშრომებში მთელი სისრულითაა აღწერილი I საუკუნის რომის პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო. | მიჩნეულია უკანასკნელ დიდ რომაელ ისტორიკოსად. მისი თხზულებებიდან განსაკუთრებით ფასეულია „ისტორია“ და „ანალები“, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს 14-96 წლებს – [[ავგუსტუსი გაიუს ოქტავიანე|ავგუსტუსი]]ს გარდაცვალებიდან დომიციანეს გარდაცვალებამდე. ამ ნაშრომების დიდი ღირსებაა ისიც, რომ ბევრი მოვლენის მომსწრე და მონაწილე თავად იყო ან გააჩნდა მათ შესახებ ვრცელი ინფორმაციები. აღნიშნულ ნაშრომებში მთელი სისრულითაა აღწერილი I საუკუნის რომის პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო. | ||
| + | |||
საფუძვლიანადაა გადმოცემული იმპერიის ურთიერთობა გარე სამყაროსთან და ამ ურთიერთობათა შედეგები. მისი | საფუძვლიანადაა გადმოცემული იმპერიის ურთიერთობა გარე სამყაროსთან და ამ ურთიერთობათა შედეგები. მისი | ||
ყურადღების ცენტრში იდგა იმპერიისა და მისი ისტორიული როლის შეფასება. ტაციტუსის თანახმად, რესპუბლიკიდან იმპერიაზე გადასვლა კანონზომიერი მოვლენა იყო, იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა პიროვნების როლს ისტორიაში. ტაციტუსს მეტად საყურადღებო ცნობები აქვს ძველი [[საქართველო]]სა და რომის იმპერიის ურთიერთობათა შესახებ. | ყურადღების ცენტრში იდგა იმპერიისა და მისი ისტორიული როლის შეფასება. ტაციტუსის თანახმად, რესპუბლიკიდან იმპერიაზე გადასვლა კანონზომიერი მოვლენა იყო, იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა პიროვნების როლს ისტორიაში. ტაციტუსს მეტად საყურადღებო ცნობები აქვს ძველი [[საქართველო]]სა და რომის იმპერიის ურთიერთობათა შესახებ. | ||
14:16, 8 ოქტომბერი 2024-ის ვერსია
პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი – (ლათ. Publius Cornelius Tacitus, или Gaius Cornelius Tacitus, დ. 56 – გ. 117), რომაელი ისტორიკოსი.
დაიბადა არისტოკრატიულ ოჯახში. მიიღო კარგი განათლება. იყო თავისი დროის გამოჩენილი ორატორი. 88 გახდა პრეტორი, 97 – კონსული, 112 – პროვინცია აზიის პროკონსული.
მიჩნეულია უკანასკნელ დიდ რომაელ ისტორიკოსად. მისი თხზულებებიდან განსაკუთრებით ფასეულია „ისტორია“ და „ანალები“, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს 14-96 წლებს – ავგუსტუსის გარდაცვალებიდან დომიციანეს გარდაცვალებამდე. ამ ნაშრომების დიდი ღირსებაა ისიც, რომ ბევრი მოვლენის მომსწრე და მონაწილე თავად იყო ან გააჩნდა მათ შესახებ ვრცელი ინფორმაციები. აღნიშნულ ნაშრომებში მთელი სისრულითაა აღწერილი I საუკუნის რომის პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო.
საფუძვლიანადაა გადმოცემული იმპერიის ურთიერთობა გარე სამყაროსთან და ამ ურთიერთობათა შედეგები. მისი ყურადღების ცენტრში იდგა იმპერიისა და მისი ისტორიული როლის შეფასება. ტაციტუსის თანახმად, რესპუბლიკიდან იმპერიაზე გადასვლა კანონზომიერი მოვლენა იყო, იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა პიროვნების როლს ისტორიაში. ტაციტუსს მეტად საყურადღებო ცნობები აქვს ძველი საქართველოსა და რომის იმპერიის ურთიერთობათა შესახებ.