ფრანსუა-პონსე ჟან
(ახალი გვერდი: '''ჟან ფრანსუა-პონსე''' – (ფრანგ. Jean François-Poncet; 8 დეკემბერი 1928, პარიზი – 1...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფრანსუა-პონსე ჟან“ გადაიტანა გვერდზე „ჟან ფრანსუა-პონსე“) |
23:51, 2 სექტემბერი 2024-ის ვერსია
ჟან ფრანსუა-პონსე – (ფრანგ. Jean François-Poncet; 8 დეკემბერი 1928, პარიზი – 18 ივლისი 2012, პარიზი), ფრანგი დიპლომატი.
1955-დან დიპლომატიურ სამსახურშია. მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრთან არსებულ სახელმწიფო მდივნის
აპარატში (1956-58);
იყო საფრანგეთის დელეგაციის გენერალური მდივანი მოლაპარაკებებზე ევროპის თანამეგობრობებისა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების შესაქმნელად (1956-57);
1958-60 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპულ ორგანიზაციათა განყოფილების გამგის მოადგილე;
1961-63 ხელმძღვანელობდა მაროკოსათვის ტექნიკური დახმარების გაწევის საფრანგეთის მისიას;
1963-65 – საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის განყოფილების გამგის მოადგილე;
1965-66 – მეცნიერულ გამოკვლევათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის წევრი;
1969-71 – ირანში საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი;
1971-75 ეწეოდა კერძო ბიზნესს;
1976 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანი;
1976-78 – პრეზიდენტის კანცელარიის გენერალური მდივანი;
1978-81 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი;
1981-დან ეწეოდა კერძო ბიზნესს.