ჭავჭავაძე გარსევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Garsevan WavWavaZe.PNG|thumb|150პქ|არსევან ჭავჭავაძე]]
+
[[ფაილი:Garsevan WavWavaZe.PNG|thumb|150პქ|გარსევან ჭავჭავაძე]]
 
'''გარსევან ჭავჭავაძე'''  –  (დ. 20 ივლისი, 1757 — გ. 7 აპრილი, 1811), ქართლ-კახეთის სახელმწიფოს უკანასკნელი პერიოდის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მსხვილი ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელი, დიდმოხელე და [[ერეკლე II]]-თან დაახლოებული პიროვნება.  
 
'''გარსევან ჭავჭავაძე'''  –  (დ. 20 ივლისი, 1757 — გ. 7 აპრილი, 1811), ქართლ-კახეთის სახელმწიფოს უკანასკნელი პერიოდის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მსხვილი ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელი, დიდმოხელე და [[ერეკლე II]]-თან დაახლოებული პიროვნება.  
  

მიმდინარე ცვლილება 00:35, 11 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

გარსევან ჭავჭავაძე

გარსევან ჭავჭავაძე – (დ. 20 ივლისი, 1757 — გ. 7 აპრილი, 1811), ქართლ-კახეთის სახელმწიფოს უკანასკნელი პერიოდის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მსხვილი ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელი, დიდმოხელე და ერეკლე II-თან დაახლოებული პიროვნება.

გარსევან ჭავჭავაძე ეკუთვნოდა იმ პროგრესულ დასს, რომელიც სწორად აფასებდა XVIII ს. მეორე ნახევარში შექმნილ საგარეო-პოლიტიკურ სიტუაციას, ამიერკავკასიის გარშემო მებრძოლ სახელმწიფოთა როლსა და მნიშვნელობას საქართველოს მომავალი განვითარებისათვის. მაგრამ ერეკლე II-თან ერთად იგი მომეტებულ ნდობას უცხადებდა რუსეთს, როგორც ერთმორწმუნე ქვეყანას და საგარეო-პოლიტიკურ კურსს მხოლოდ სარწმუნოებაზე აგებდა. მას მიაჩნდა, რომ ერთმორწმუნე რუსეთის სახელმწიფო, რომელიც მაღლა იდგა, ვიდრე ოსმალეთი და ირანი, ქართლ-კახეთის პოლიტიკურ გაძლიერებას შეუწყობდა ხელს, დაიცავდა მის საშინაო დამოუკიდებლობას და ირან-ოსმალო აგრესორებს ჩამოაშორებდა. ასე ესმოდა 1783 მფარველობითი ტრაქტატი გარსევან ჭავჭავაძეს, რომელიც ხელს აწერდა ამ ისტორიულ დოკუმენტებზე.

მისი მოღვაწეობა გრძელდება 1784-1801 როგორც ელჩისა და სრულუფლებიანი მინისტრ-რეზიდენტისა რუსეთის საიმპერატორო კარზე. რუსეთის საიმპერატორო კარზე ქართლ-კახეთიდან ცნობილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით სულ ოთხი ელჩობა: 1. 1784-88; 2. 1793-96; 3. 1797-99. 4. 1800-01. ჭავჭავაძე ისე როგორც ერეკლე II, რუსეთის სახელმწიფოს იმპერიულ ზრახვებს არ ივიწყებდა და ფხიზლობდა. ასე თუ ისე, რომ მისთვის ქართლ-კახეთის საშინაო სუვერენიტეტის ხელყოფის საშუალება არ მიეცა; თუმცა ამ მიმართულებით პასიური საქმიანობა მაშინდელი ქართული დიპლომატიის სისუსტის მაჩვენებელი იყო.

ჭავჭავაძე – ქართლ-კახეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი პეტერბურგში (1784-1801) ენერგიულად იბრძოდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოს ეროვნული ავტონომიის შენარჩუნებისათვის, მაგრამ ეს ბრძოლა, როგორც ცნობილია, მარცხით დასრულდა. 1801 რუსეთმა ქართლ-კახეთის ანექსია მოახდინა და აქ თავისი ხელისუფლება დაამყარა. გარსევანი ამ აქტით ობიექტურად რუსეთის მოწინააღმდეგეთა რიგებში აღმოჩნდა, ამიტომაც იყო, რომ იგი რუსეთში გადაასახლეს 1805.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები