ჯაყელი სარგის (II)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სარგის (II) ჯაყელი“ გადაიტანა გვერდზე „ჯაყელი სარგის (II)“) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მანდატურთუხუცესები]] | [[კატეგორია:მანდატურთუხუცესები]] | ||
| + | [[კატეგორია:ჯაყელები]] | ||
15:22, 19 ივნისი 2017-ის ვერსია
სარგის (II) ჯაყელი - ბექა მანდატურთუხუცესის უფროსი ძე; სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი 1308-1334 წწ. მანდატურთუხუცესის თანამდებობით იხსენიება იგი ანჩის კარედი ხატის წარწერაში. სარგისი გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „სამცხის სპასალარი სარგიზ და მხატუართუხუცეს“ (ვ. ბერიძე). მიჩნეულია, რომ წარწერაში, სავარაუდოდ, შეცდომაა და „მხტრთუხუცეს“-ის ნაცვლად უნდა ეწეროს „მ{ნდ}ტრთუხცეს“. რამდენადაც წარწერა განთავსებულია სარგისის გამოსახულების თავთან, მარჯვენა მხარეს, ის არ შეიძლება ეკუთვნოდეს ყვარყვარე ამირსპასალარის გამოსახულებას, როგორც ამას მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს. ამდენად, ბექა (I)-ის შვილებიდან მანდატურთუხუცესის ხელის მფლობელი მხოლოდ სარგის (I) უნდა ყოფილიყო.
წყაროები და ლიტერატურა
ბერიძე 1954: 124; მესხია 1979: 53-54; საყვარელიძე 1976: 80; კლდიაშვილი 1981: 66-68.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017