ჯაყელი სარგის (II)
(→წყარო) |
(→წყაროები და ლიტერატურა) |
||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყაროები და ლიტერატურა== | ==წყაროები და ლიტერატურა== | ||
| − | ბერიძე 1954: 124; მესხია 1979: 53-54; საყვარელიძე 1976: 80; კლდიაშვილი 1981: 66-68. | + | * ბერიძე 1954: 124; |
| − | + | * მესხია 1979: 53-54; | |
| + | * საყვარელიძე 1976: 80; | ||
| + | * კლდიაშვილი 1981: 66-68. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
15:09, 16 ივნისი 2023-ის ვერსია
სარგის (II) ჯაყელი - ბექა მანდატურთუხუცესის უფროსი ძე; სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი 1308-1334 წწ. მანდატურთუხუცესის თანამდებობით იხსენიება იგი ანჩის კარედი ხატის წარწერაში. სარგისი გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „სამცხის სპასალარი სარგიზ და მხატუართუხუცეს“ (ვ. ბერიძე). მიჩნეულია, რომ წარწერაში, სავარაუდოდ, შეცდომაა და „მხტრთუხუცეს“-ის ნაცვლად უნდა ეწეროს „მ{ნდ}ტრთუხცეს“. რამდენადაც წარწერა განთავსებულია სარგისის გამოსახულების თავთან, მარჯვენა მხარეს, ის არ შეიძლება ეკუთვნოდეს ყვარყვარე ამირსპასალარის გამოსახულებას, როგორც ამას მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს. ამდენად, ბექა (I)-ის შვილებიდან მანდატურთუხუცესის ხელის მფლობელი მხოლოდ სარგის (I) უნდა ყოფილიყო.
წყაროები და ლიტერატურა
- ბერიძე 1954: 124;
- მესხია 1979: 53-54;
- საყვარელიძე 1976: 80;
- კლდიაშვილი 1981: 66-68.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017