|
|
ხაზი 1: |
ხაზი 1: |
− | '''როსტომი''' – ქართლის მეფე 1632-1658 წლებში, [[დავით XI]]-ის (დაუთ-ხანის) ძე. | + | ''<big>'როსტომი</big>''' |
| | | |
− | როსტომი დაუთ-ხანის უკანონო შვილი იყო. „ნაშობი ხარჭისაგან“. იგი დაიბადა დაახლოებით 1565 წელს ისპაჰანში, აღიზარდა [[ირანი|ირანშივე]]. მიუხედავად ამისა, მან [[ქართული ენა|ქართული]] კარგად იცოდა; თავიდანვე მაჰმადიანი იყო. იგი პირადი ნიჭსა და უნარის წყალობით მალე აღზევდა შაჰის კარზე, რაშიც გარკვეული როლი [[გიორგი სააკაძე]]მ შეასრულა.
| |
| | | |
− | [[შაჰ-აბას I]]-მა როსტომი თავისი პირადი [[გვარდია|გვარდიის]] ყულის ჯარის [[სარდალი|სარდლად]] (ყულარ-აღასად დანიშნა, შემდეგ კი ირანის დედაქალაქის - ისპაჰანის [[მოურავი]]ც გახდა. ყულის ჯარის დახმარებით როსტომმა შაჰ-აბას I-ის შვილიშვილი შაჰ სეფი ირანის ტახტზე აიყვანა, რითაც მისი ავტორიტეტი კვლავ უფრო ამაღლდა. [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ცნობით, შაჰ სეფი როსტომს „უხმობდა მამად“. | + | # [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომი]] – ქართლის მეფე 1632-1658 წლებში, [[დავით XI]]-ის ძე. |
| + | # [[როსტომი (იმერეთის მეფე)|როსტომი]] – იმერეთის მეფე 1592-1604 წლებში, კონსტანტინე ბატონიშვილის შვილი. |
| | | |
− | სანამ ქართლის მეფე გახდებოდა როსტომს ხოსრო მირზას (ქაიხოსრო ბატონიშვილის) სახელით იცნობდნენ, შაჰ სეფიმ [[თეიმურაზ I]]-ის მაგივრად ხოსრო მირზა დანიშნა ქართლ-კახეთის გამგებლად (ვალი). როსტომ ხანი უწოდა და 1632 წელს [[საქართველო|საქართველოსკენ]] დიდი [[ჯარი]]თ გამოაგზავნა.
| |
| | | |
− | როსტომი ქართლში გამეფებისას 67 წლის ყოფილა. ქართველთა თვალსაზრისით, იგი მეფე იყო (ქართულ საბუთებში იგი თავის თავს „მეფედ-მეფეს“ და „პატრონს“ უწოდებს), რომელიც თავის თავს ირანის ვასალად აღიარებდა შაჰი კი ქართლს ირანის პროვინციად მიიჩნევდა და როსტომს თავის მოხელედ, ქართლის ვალად თვლიდა.
| |
| | | |
− | საქართველოში ჩამოსულმა როსტომმა, პოლიტიკური კავშირის განმტკიცების მიზნით, ცოლად შეირთო სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის (1611-1657 წწ) და მარიამი. მეფეს შვილი არ ეყოლა, უშვილო როსტომმა მემკვიდრედ აირჩია [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] გვერდითი შტოს - მუხრანბატონების შთამომავალი ვახტანგი (შემდგომში [[ვახტანგ V |ვახტანგ V]]).
| + | == == |
− | | + | [[კატეგორია:მრავალმნიშვნელოვანი]] |
− | როსტომი ქართლში წესრიგის დამყარებასა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას შეუდგა. მან ირანიდან ჩამოყოლილ თავად-აზნაურებს მამულები უბოძა, მოხელეებად თავისი მომხრეები დანიშნა, [[თბილისის ციხე|თბილისის]], [[გორის ციხე|გორის]]ა და [[სურამის ციხე|სურამის ციხეებში]] ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენა. ყოველივე ამან ქართველ ფეოდალთა უკმაყოფილება გამოიწვია, მათ რამდენჯერმე მოაწყვეს გამოსვლა როსტომის წინააღმდეგ (1636 2. 1638 წ. 1642 წ.), კავშირი დაამყარეს კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან (1606-1660), რომელიც ცდილობდა როსტომის გაძევებას, ქართლის ტახტის დაკავებასა და ირანის ბატონობის გადაგდებას. როსტომმა თეიმურაზის მომხრეები ქართლში მეტად შეავიწროვა, მან ღალატით მოაკვლევინა [[არაგვის ერისთავი]] დათუნა და მისი საერისთავოც ააოხრა.
| + | |
− | | + | |
− | 1642 წელს მოეწყო დიდი შეთქმულება როსტომის წინააღმდეგ, რომელიც მარცხით დასრულდა. როსტომი სასტიკად გაუსწორდა მის მონაწილეებს (მათ შორის იყო ქართლის [[კათოლიკოს-პატრიარქი|კათალიკოს-პატრიარქი]] ევდემოზ დიასამიძე (1632-1642).
| + | |
− | | + | |
− | 1648 წელს თიანეთთან გამართულ [[ბრძოლა]]ში როსტომმა საბოლოოდ დაამარცხა თეიმურაზი, რომელიც მას შემდეგ [[იმერეთი|იმერეთში]] გადაიხვეწა. ამავე წელს შაჰმა კახეთიც როსტომს უბოძა 1656 წლამდე.
| + | |
− | | + | |
− | როსტომმა ქართლში ზედაპირული ხასიათის ადმინისტრაციული ცვლილებები მოახდინა. მან რამდენიმე სამოხელეო თანამდებობა სპარსულ ყაიდაზე გარდაქმნა. სახელმწიფო მოხელეთა ქართული სახელები სპარსულით შეცვალა, მაგრამ მი მიერ გატარებული ღონისძიებანი, არსებითად, ქართულ სახელმწიფო და სამეურნეო წყობას არ შეხებია.
| + | |
− | | + | |
− | როსტომის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში შეწყდა ყიზილბაშთა თარეში, შენელდა თავადების შორის შუღლი, რამაც გამოიწვია ქვეყნის მეურნეობის განვითარებისათვის ნორმალური პირობების შექმნა. გახიზნული ხალხი დაუბრუნდა ძველ საცხოვრისს, მოშენდა დაცარიელებული სოფები, აღდგა ქალაქები, განვითარდა ვაჭრობა-ხელოსნობა. სავაჭრო ურთიერთობა განახლდა დასავლეთ ევროპასთან. ვაჭრობის განვითარების მიზნით 1639 წელს ბრძანებით აღიკვეთა თბილისის მებაჟეთა თვითნებობა.
| + | |
− | | + | |
− | როსტომი დიდი სააღმშენებლო მოღვაწეობით გამოირჩეოდა. ჩამოსვლისთანავე მან მეტეხის, გორისა და სურამის ციხეები განაახლა. თბილისში [[ნარიყალა]]ს მიდამო შემოზღუდა. მის დროს გაყვანილ იქნა და კეთილმოეწყო გზები, აგებულ იქნა [[ქარვასლა|ქარვასლები]]. გამოცოცხლდა საქალაქო ცხოვრება. აშენდა ახალი [[ქალაქი|ქალაქები]], მაგ. მდინარე თეძამზე, როსტომ მეფის ბრძანებით აშენდა ახალი ქალაქი - „მეფის ქალაქი“, მდინარე [[ხრამი (მდინარე)|ხრამზე]] - კეთილმოწყობილი [[ხიდი (არქიტექტურა)|ხიდი]] („[[წითელი ხიდი]]“); თბილისი [[მტკვარი|მტკვრის]] პირას - სამეფო სასახლე; აღადგინეს და ახლად გაიყვანეს არხები: ლიახვის, ძევრის, ტყიურის, კარალეთის, გარეჯის, თორტიზის და სხვა.
| + | |
− | | + | |
− | როსტომმა უარყო ქართველთა იძულებით გამაჰმადიანების პოლიტიკა. იგი [[ქრისტიანობა]]ს აშკარად არ ებრძოდა, პირიქით, ერთი შეხედვით თითქოს ცდილობდა მის დაცვა-შენარჩუნებას, ხელს უწყობდა თავის მეუღლე - მარიამ დედოფალს დანგრეული ეკლესიების აღდგენაში, ათარხნევდა საეკლესიო-სამონასტრო ყმებს, აძლევდა შესაწირავს, ზრუნავდა უმაღლეს სამღვდელოებაზე; ამავე დროს მტკიცედ იცავდა მაჰმადიანურ წესებს, აშენებდა [[მეჩეთი|მეჩეთებს]]. მის დროს ქრისტიანობა არ იდევნებოდა, მაგრამ მაჰმადიანობა ძლიერდებოდა, მკვიდრდებოდა ცხოვრების ყიზილბაშური წესი.
| + | |
− | | + | |
− | ღრმად მოხუცებული როსტომ ხანი გარდაიცვალა 1658 წელ. იგი, როგორც „მორჩილი ყაენისა და მოყუარე სჯულისა მაჰმადისასა“ ირანში წაასვენეს და ქალაქ ყუმში დაკრძალეს.
| + | |
− | | + | |
− | ==წყარო== | + | |
− | * [[საქართველოს მეფეები]]
| + | |
− | | + | |
− | [[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
| + | |
− | [[კატეგორია:ქართლის მეფეები ]]
| + | |
− | [[კატეგორია:ბაგრატიონები]]
| + | |
− | [[კატეგორია:საქართველოს მაჰმადიანი მეფეები]] | + | |