წითელთავა ყვინთია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წითელთავა ყვინთია''' (ლათ. Aythia ferina Linnaeus, 1758) − ფრინველი [[იხვისებრნი...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Witeltava yvintia.PNG|thumb|250px|წითელთავა ყვინთია]]
 
'''წითელთავა ყვინთია''' (ლათ. Aythia ferina Linnaeus, 1758) − ფრინველი [[იხვისებრნი|იხვისებრთა]] ოჯახიდან. საშუალო სიდიდის იხვია, ფრთა 200-225 მმ-ია, კუდი – 50-75 მმ, წონა – 700-1200 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავებაა შეფერილობაშიც. მამალს თავი მოჟანგისფრო-წითელი აქვს. ჩიჩახვი, მკერდი და კისრის უკანა ნაწილი – ელვარე შავი. მანტია და სხეულის გვერდები – ნაცრისფერი, წვრილი მოშავო-მურა ზოლებით. დიდი მომქნევები მოშავო-რუხია. ფრთის „სარკე“ – ნაცრისფერ-რუხი, რომელსაც უკანა მხრიდან თეთრი არშია აქვს. მუცელი მოთეთრო-რუხია, წვრილი განივი ხაზებით. კუდის ქვემო მფარავები შავია. დედალს თავი, კისერი, ჩიჩახვი და მკერდი მოქარცისფრო-მურა აქვს, ყელსა და პირის კუთხეებთან შეფერილობა მკრთალია. ზურგზე, მხრებსა და გვერდებზე ღია რუხი და მუქი მურა ფერის განივი ტალღისებური ხაზებია. მუცელი მორუხოა, კუდის ქვემო მფარავები მურაა, შავი ფერის ხაზებით. ფრთის ზემო მფარავები მოწაბლისფროა, განივი ხაზების გარეშე. ნისკარტი შავია, შუაში მოცისფრო-რუხი ყაწიმით. ფეხები მუქი რუხია.
 
მიმდინარე ცვლილება 01:15, 5 აპრილი 2025 მდგომარეობით

წითელთავა ყვინთია

წითელთავა ყვინთია (ლათ. Aythia ferina Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. საშუალო სიდიდის იხვია, ფრთა 200-225 მმ-ია, კუდი – 50-75 მმ, წონა – 700-1200 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავებაა შეფერილობაშიც. მამალს თავი მოჟანგისფრო-წითელი აქვს. ჩიჩახვი, მკერდი და კისრის უკანა ნაწილი – ელვარე შავი. მანტია და სხეულის გვერდები – ნაცრისფერი, წვრილი მოშავო-მურა ზოლებით. დიდი მომქნევები მოშავო-რუხია. ფრთის „სარკე“ – ნაცრისფერ-რუხი, რომელსაც უკანა მხრიდან თეთრი არშია აქვს. მუცელი მოთეთრო-რუხია, წვრილი განივი ხაზებით. კუდის ქვემო მფარავები შავია. დედალს თავი, კისერი, ჩიჩახვი და მკერდი მოქარცისფრო-მურა აქვს, ყელსა და პირის კუთხეებთან შეფერილობა მკრთალია. ზურგზე, მხრებსა და გვერდებზე ღია რუხი და მუქი მურა ფერის განივი ტალღისებური ხაზებია. მუცელი მორუხოა, კუდის ქვემო მფარავები მურაა, შავი ფერის ხაზებით. ფრთის ზემო მფარავები მოწაბლისფროა, განივი ხაზების გარეშე. ნისკარტი შავია, შუაში მოცისფრო-რუხი ყაწიმით. ფეხები მუქი რუხია.

ცნობილია 2 ქვესახეობა. მთელ პალეარქტიკაში, მათ შორის საქართველოშიც მოიპოვება ჩვეულებრივი წითელთავა ყვინთია A. f. ferina Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევრაზიას ბრიტანეთის კუნძულებიდან ბაიკალის ტბამდე. ჩრდილოეთით ტყის ზონის საზღვრამდე აღწევს მხოლოდ ჩრდილოეთ დვინამდე. სამხრეთით მოიპოვება შავ და კასპიის ზღვებზე, ამუდარიის დელტასა და სემირეჩიის მთებში. ბუდობს ჩრდილოეთ ამერიკაშიც, რომელსაც ამერიკელი ორნითოლოგები ცალკე სახეობად მიიჩნევენ. ზამთრობს ბალტიის, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა, შავ და კასპიის ზღვებზე, ირანში, ინდოეთში და იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში – ვანკუვერის სამხრეთით ტროპიკებამდე. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი (აღმოსავლეთში) და მოზამთრე (დასავლეთში) ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბუდობის დროს ირჩევს შიდა ღრმა წყალსატევებს, როომელთა ნაპირებზე უხვადაა განვითარებული ლელქაში, მაგრამ მისგან თავისუფალია წყალსატევის შუა ადგილები. ზამთარში გვხვდება დიდ ტბებზე და ზღვების ყურეებშიც.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს იკეთებს მშრალ ადგილზე, წყალსატევის პირას ლელქაშში ან წყლის ზედაპირზე მცურავი ლელის ბულულზე. მაისში დებს 7-9 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

უმთავრესია მცენარეული საკვები. ზოგიერთ სეზონში იკვებება ცხოველებითაც, უპირატესად წყლის უხერხემლოებით, ზოგჯერ წვრილი თევზებით და ამფიბიებით. საკვებს პოულობს ღრმა წყლებში ჩაყვინთვით, სადაც შეუძლია ერთ წუთსა და მეტხანს გაძლოს. თავთხელ წყალში. იკვებება ჩაუყვინთავად, მაგრამ ხშირად ჩაყირავდება.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

დიდი სარეწაო მნიშვნელობის იხვია, უმთავრესად დასავლეთ ციმბირში. ამას განაპირობებს მისი რიცხვმრავლობა და ხორცის მაღალი ღირსება, განსაკუთრებით გვიან შემოდგომით და ზამთარში.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები