კორკოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კორკოტი''' - ხორბლისაგან დამზადებული ფაფის საკვებ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:რიტუალები]] | [[კატეგორია:რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:სარიტუალო კერძები]] | [[კატეგორია:სარიტუალო კერძები]] | ||
| + | [[კატეგორია:საკვები პროდუქტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:52, 22 მარტი 2018 მდგომარეობით
კორკოტი - ხორბლისაგან დამზადებული ფაფის საკვები. მზადდებოდა კანგაცლილი დაღერღილი მარცვლისაგან. ეს კერძი, ისე როგორც წანდილი, საწესო-სარიტუალო საკვებია. ამზადებენ შობას, სულთმოფენობას, კვირაცხოვლობას, მიცვალებულის „თავზე“, „ორმოცზე“, „წლისთავზე“. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მიცვალებულის სახელობაზე და ახალი წლის დღესასწაულზე მომზადებული კორკოტი ბუნების აღორძინებისა და მთელი წლით სიკეთის დაბევების პრაქტიკული იდეით იყო გამსჭვალული.
[რედაქტირება] ლიტერატურა
გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში, 2007. ვ. ბარდაველიძე, ქართველთა უძველესი სარწმ. ისტორიიდან, 1941.