ალგეთი (საკურორტო ადგილი)
(ახალი გვერდი: '''ალგეთი''' (ინგლ. Algeti, რუს. Алгети), სოფელი საქართველოში, ბალნეოლ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:AlgeTis midamoebi.PNG|thumb|250px|საკურორტო ადგილ ალგეთის მიდამოები]] | ||
'''ალგეთი''' (ინგლ. Algeti, რუს. Алгети), სოფელი [[საქართველო]]ში, ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულიდან 7 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ალგეთის (მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 300 მ-ის სიმაღლეზე. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] – ვაკე-ბორცვიანი. | '''ალგეთი''' (ინგლ. Algeti, რუს. Алгети), სოფელი [[საქართველო]]ში, ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულიდან 7 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ალგეთის (მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 300 მ-ის სიმაღლეზე. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] – ვაკე-ბორცვიანი. | ||
მიმდინარე ცვლილება 21:05, 5 აპრილი 2025 მდგომარეობით
ალგეთი (ინგლ. Algeti, რუს. Алгети), სოფელი საქართველოში, ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულიდან 7 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ალგეთის (მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 300 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.
ჰავა – ველის. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0°C, ხოლო ივლისის – 23,9°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,2°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 480-520 მმ-ს.
ალგეთის მიდამოების მცენარეული საფარი წარმოადგენს უროიანი ველისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობას. აქ გხვდება, როგორც საკუთრივ უროიანი, ისე: უროიან-ვაციწვერიანი, ავშიან-უროიანი და უროიან-ჯაგეკლიანი დაჯგუფებები.
ალგეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია მინერალური წყლები. აღნიშნული წყლები მიიღება 3 ჭაბურღილიდან და ერთი წყაროდან, რომლებიც მდებარეობს მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ალგეთსა და მის მიდამოებში. 2 ჭაბურღილიდან (№13 და №16) მიღებული წყალი არის სუსტი მინერალიზაციის (M-3,2-4,9 გ/დმ3) ქლორიდულ-სულფატური, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, ხოლო №31 ჭაბურღილიდან მიღებული წყალი – სუსტი მინერალიზაციის (M-3,3 გ/დმ3</sup) სულფატურ-ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი. წყაროს წყალი სუსტი მინერალიზაციის (M-1,6-1,8 გ/დმ3) ჰიდროკარბონატულ-სულფატური, მაგნიუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალია.
ალგეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდია მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და კუჭ-ნაწლა-ვის გამორეცხვები ამ წყლით.
სავარაუდო ჩვენებები ალგეთში წასასვლელად: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე და შარდსადენი გზების დაავადებები.