ალთინ აიაყი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ალთინ აიაყი“ გადაიტანა გვერდზე „ალთინ აჲაყ-ი“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ალთინ აჲაყ-ი“ გადაიტანა გვერდზე „ალთინ აიაყი“ გადამისამართებაზე) |
14:46, 23 ივნისი 2017-ის ვერსია
ალთინ აჲაყ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Алтын аякъ – „ოქროს თასი“) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის გმირის – დებეთის – მიერ თავისი შთამომავლებისთვის დამზადებული ჯადოსნური თასი. მისი შეხედვით ან თასიდან წყლის შესმით ნართები უფრო ძლიერები, ჯანმრთელები და მამაცები ხდებიან. გადმოცემების თანახმად, ინახებოდა წმინდა სიმაგრეში, კოშკში (Ая-къала, Шам-къала) ერთ-ერთი „წმინდა ქალიშვილის“ (Аякъыз) ზედამხედველობის ქვეშ („აგუნა“).
ლიტერატურა
- Карачаево-балкарский фольклор. Нальчик, 1983; Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017