ავგურები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:ქურუმები]] | [[კატეგორია:ქურუმები]] | ||
[[კატეგორია:მისნები]] | [[კატეგორია:მისნები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
09:58, 27 ივნისი 2017-ის ვერსია
ავგურები – (რომ.) ქურუმები, რომლებიც ჩიტების ფრენითა და ციური მოვლენებით წინასწარმეტყველებდნენ მომავალს.
ეს იყო რომის ქურუმთა კოლეგია, რომელმაც იარსება ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვებამდე. განათლებული რომაელები უკვე ძვ.წ. I საუკუნეში მასხრად იგდებდნენ ავგურებს. სახელოვანი მჭევრმეტყველის, ციცერონის გადმოცემით, თავად ავგურები ვერ იკავებდნენ სიცილს, როდესაც უმზერდნენ მათ მორწმუნეებს.
შემორჩა გამოთქმა „ავგურის ღიმილი“. ასე უწოდებენ იმ კაცს, სხვას რომ აცდუნებს, თუმცა კი თავად კარგად იცის სიმართლე.