ზემო არტანი
(ახალი გვერდი: '''ზემო არტანი''' – სოფელი და საკურირტო ადგილი საქართველოში, მ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია: საქართველოს სოფლები]] | [[კატეგორია: საქართველოს სოფლები]] | ||
[[კატეგორია: კურორტები]] | [[კატეგორია: კურორტები]] | ||
| − | [[კატეგორია: თიანეთის | + | [[კატეგორია: სოფლები თიანეთის მუნიციპალიტეტში]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საკურორტო ადგილები საქართველოში]] |
| − | + | ||
მიმდინარე ცვლილება 18:24, 20 აპრილი 2025 მდგომარეობით
ზემო არტანი – სოფელი და საკურირტო ადგილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს დაბა თიანეთიდან 13 კმ-ში, ზღვის დონიდან 1180 მ-ის სიმაღლეზე, რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი.
დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილები, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის Nო655 ბრძანებულებით.
ჰავა − შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია, მდგრადი თოვლის საფრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,7°C. ზაფხული ხანგრძლივია და გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,5°C, საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა − 78%, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა − 851 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისზე, ხოლო მინიმუმი − იანვარზე.
ზემო არტანის ტერიტორიაზე გავრცელებულია ხეხილის ბაღები (ვაშლი, ქლიავი და სხვ.), ხოლო მათ მიდამოებში – მუხნარ- რცხილნარი.
ზემო არტანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ქვემო სარტყლის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ზემო არტანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ზემო არტანში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:
ზემო არტანის მიდამოებში (ცხრაკარის სასახლის ნანგრევები (XI საუკუნე); ქალაქ ჟალეთის (XI-XII საუკუნეები) ნანგრევები; ხუროთმოძღვრული კომლექსი იხინჭა, ჟებოტის მიდამოებში (შუა საუკუნეები); უძველესი ქალაქის - ჟალეთის ნანგრევები (X-XII საუკუნეები) და სხვ.).