კავსაძე ალექსანდრე
(→იხილე აგრეთვე) |
|||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
ქსე, ტ. V, თბ., 1980; ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1918, №14. | ქსე, ტ. V, თბ., 1980; ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1918, №14. | ||
− | |||
− | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 00:23, 9 მაისი 2025 მდგომარეობით
კავსაძე ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე - (დ. - 1874, სოფ. ხოვლე, გორის მაზრ. - გ. - 12.VI.1939, თბილისი) - მომღერალი, ლოტბარი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მუსიკალური განათლება არ მიუღია. სწავლობდა და მღეროდა გორის სასულიერო სასწავლებელში. 1894 წლიდან გორის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა სიმღერას. მოსწავლეებისგან ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში ვ. სარაჯიშვილიც შედიოდა. 1896-1911 წლებში ხელმძღვანელობდა მომღერალთა გუნდს. 1911 წლიდან მუშათა გუნდები ჩამოაყალიბა ჭიათურასა და ტყიბულში, სადაც 24 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ჟურ. „თეატრი და ცხოვრების“ ცნობით, „სადგურ შორაპანში რკინის გზის პროფესიონალურ კავშირთან არსებული კულტურა-განათლების კომისია, მუშათა კლუბის თეატრის აშენებას შეუდგა, ძველ თეატრში კი უკვე წარმოებს სისტემური წარმოდგენები და კონცერტები. ხელმძღვანელობს სახალხო მომღერალი სანდრო კავსაძე“. 1935 თბილისში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი 100-კაციანი შემადგენლობით.
სალომე ჭანტურიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
ქსე, ტ. V, თბ., 1980; ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1918, №14.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი