კავსაძე ანზორ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანზორ კავსაძე“ გადაიტანა გვერდზე „კავსაძე ანზორ“ გადამისამარ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Anzor kavsaZe.PNG|thumb|130px|ანზორ კავსაძე]] | ||
'''ანზორ კავსაძე''' – (7 აგვისტო 1930, [[ჭიათურა]] – 17 დეკემბერი 2007, [[თბილისი]]], ქართველი საგუნდო [[დირიჟორი]]. საქართველოს სახალხო არტისტი(1970). | '''ანზორ კავსაძე''' – (7 აგვისტო 1930, [[ჭიათურა]] – 17 დეკემბერი 2007, [[თბილისი]]], ქართველი საგუნდო [[დირიჟორი]]. საქართველოს სახალხო არტისტი(1970). | ||
14:53, 24 აპრილი 2025-ის ვერსია
ანზორ კავსაძე – (7 აგვისტო 1930, ჭიათურა – 17 დეკემბერი 2007, თბილისი], ქართველი საგუნდო დირიჟორი. საქართველოს სახალხო არტისტი(1970).
1956 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ხელმძღვანელი გ. ხახანაშვილი) საგუნდო-სადირიჟორო განხრით. 1961-64 სწავლობდა ასპირანტურაში (საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა, (ხელმძღვანელი ო. დიმიტრიადი). სწავლის პარალელურად ეწეოდა სადირიჟორო მოღვაწეობას. 1951-იდან საქართველოს რადიოს კაპელის დირიჟორი და მომღერალია, 1954-58 თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის გუნდის დირიჟორი. 1956-57 – საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კაპელის დირიჟორი. 1957-66 საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის მთავარი დირიჟორი, 1968-75 კი ამავე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ამ წლებში ანსამბლმა განსაკუთრებით მაღალმხატვრულ საშემსრულებლო დონეს მიაღწია. წარმატებით გამართა გასტროლები საზღვარგარეთ (მ. შ. აშშ-ში).