პიროგოვი ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პიროგოვი ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ალექსანდრე პიროგოვი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრე პიროგოვი“ გადაიტანა გვერდზე „პიროგოვი ალექსანდრე...) |
მიმდინარე ცვლილება 15:35, 6 მაისი 2025 მდგომარეობით
ალექსანდრე პიროგოვი – (22 ივნისი 1899, რიაზანი – 26 ივნისი 1964, კ. მედვეჟია გოლოვა მდ. ოკაზე, დაკრძალულია მოსკოვში), რუსი მომღერალი (ბანი) სსრკ სახ. არტისტი. 1922-24 იყო მოსკოვის „თავისუფალი ოპერის“ (ყოფ. ზიმინისა), 1924-54 დიდი თეატრის სოლისტი. პიროგოვს ჰქონდა ლამაზი ტემბრის ძლიერი ხმა. მის მიერ შექმნილი ვოკალურ-სცენური სახეები შევიდა რუსული ვოკალურ-თეატრალური ხელოვნების ისტორიაში (პარტიები: სუსანინი, რუსლანი, მეფისტოფელი, ბორის გოდუნოვი და სხვ.) გამოდიოდა აგრეთვე როგორც საკონცერტო მომღერალი. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ, არაერთგზის თბილისში.