ქართული ხმები
(ახალი გვერდი: '''„ქართული ხმები“''' – ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, საქართველოს ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ვაჟთა ვოკალური ანსამბლები]] | [[კატეგორია:ვაჟთა ვოკალური ანსამბლები]] | ||
+ | [[კატეგორია:ვოკალური ანსამბლები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:53, 14 მაისი 2025 მდგომარეობით
„ქართული ხმები“ – ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1996), დაარსდა „ჟურნალისტის“ სახელწოდებით. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტთან 1985 (გ. დოლიძისა და თ. ჭკუასელის ინიციატივით). „ქართული ხმები“ 1991 ეწოდა. 1992-იდან ანსამბლის ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რ. გოგოლაშვილი. ამავე წლიდან ანსამბლი ჩამოყალიბდა ასეთი შემადგენლობით: გ. ჭირაქაძე, დ. აბესაძე (საქართველოს სახალხო არტისტი), გ. დოლიძე, გ. თამაზაშვილი, თ. ჭკუასელი, დ. გოგიაშვილი, ზ. ლოლაძე, ზ. ბოლქვაძე, მ. თალაკვაძე, გ. ჭიჭინაძე, რ. გოგოლაშვილი. „ქართული ხმების“ სიმღერა გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფადობით, მაღალი პროფესიონალიზმით. საქართველოს ყველა კუთხის უძველესი ხალხური სიმღერების გარდა რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები. ანსამბლს გასტროლებით შემოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. გამოშვებული აქვს მრავალი ფირფიტა, კომპაქტდისკი, აუდიო და ვიდეო კასეტები.