აკადემოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:მითიური გმირები]]
 
[[კატეგორია:მითიური გმირები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

09:53, 27 ივნისი 2017-ის ვერსია

აკადემოსი(ბერძნ.) ატიკელი გმირი, რომელმაც თესევსის მიერ გადამალული ელენეს სამყოფელი მიასწავლა დიოსკურებს.

ისტორიულ დროს ათენელებს სჯეროდათ, რომ აკადემოსი დაკრძალული იყო მათი ქალაქის კედლებს მიღმა. მისი სახლი გარემოცული იყო წმინდა ჭალით, რომელსაც ეწოდებოდა აკადემია გმირის სახელის მიხედვით. ძვ.წ. IV საუკუნეში ამ ხეივანში უკითხავდა ლექციებს თავის მოწაფეებს ცნობილი ფილოსოფოსი პლატონი. სწორედ ამიტომ შეერქვა მის მიერ დაარსებულ სკოლას აკადემია.

ეს სახელწოდება დამკვიდრდა თანამედროვე სალაპარაკო ენაშიც სამეცნიერო, სასწავლო და მხატვრულ დაწესებულებათა აღსანიშნავად (მეცნიერებათა აკადემია, სამხატვრო აკადემია და სხვა).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები