კავსაძე ანზორ
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საგუნდო დირიჟორები]] |
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | [[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | ||
[[კატეგორია:კავსაძეები]] | [[კატეგორია:კავსაძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:50, 19 მაისი 2025 მდგომარეობით
ანზორ კავსაძე – (7 აგვისტო 1930, ჭიათურა – 17 დეკემბერი 2007, თბილისი], ქართველი საგუნდო დირიჟორი. საქართველოს სახალხო არტისტი(1970).
1956 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ხელმძღვანელი გ. ხახანაშვილი) საგუნდო-სადირიჟორო განხრით. 1961-64 სწავლობდა ასპირანტურაში (საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა, (ხელმძღვანელი ო. დიმიტრიადი). სწავლის პარალელურად ეწეოდა სადირიჟორო მოღვაწეობას. 1951-იდან საქართველოს რადიოს კაპელის დირიჟორი და მომღერალია, 1954-58 თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის გუნდის დირიჟორი. 1956-57 – საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კაპელის დირიჟორი. 1957-66 საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის მთავარი დირიჟორი, 1968-75 კი ამავე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ამ წლებში ანსამბლმა განსაკუთრებით მაღალმხატვრულ საშემსრულებლო დონეს მიაღწია. წარმატებით გამართა გასტროლები საზღვარგარეთ (მ. შ. აშშ-ში).