ახალკაცი ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ახალკაცი ნოდარ“ გადაიტანა გვერდზე „ნოდარ ახალკაცი“) |
14:05, 27 ივნისი 2025-ის ვერსია
ნოდარ ახალკაცი – (დ. 2 იანვარი 1938 წ. თბილისი , საქართველოს სსრ − გ. 25 იანვარი, 1998, მოსკოვი, რუსეთი) სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის არმიის სპორტულ კლუბში (1957-59) და „ლოკომოტივში“ (1960-66). 1967 წლიდან მწვრთნელად. წვრთნიდა თბილისის „ლოკომოტივს“ (1967-70). 1974 წლიდან თბილისის „დინამოშია“. 1976-83 და 1985--86 წლებში იყო „დინამოს“ ” უფროსი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი, სსრკ-ს ჩემპიონატი და ორჯერ თასი. 1982 ნელს მუშაობდა სსრკ ნაკრებთან ესპანეთის ჩემპიონატზე. 1990–1998 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. არჩეული იყო უეფას ტექნიკური კომიტეტის წევრად.