გროტესკი (ჟანრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''გროტესკი''' – მხატვრული [[ჟანრი]] აგრეთვე ხერხი. გროტესკი არის მხატვრული სახიერების ნიმუში და ეფუძნება კომიკურ, კარიკატურულ, ბურლესკურ და უცნაურ ეფექტებს. გროტესკი აღიქმება როგორც ცნობილი ნორმატიული ფორმების ნიშანდობლივი დამახინჯება მოვლენის შინაგანი ორსახოვნების წარმოჩენის მიზნით. ამით აიხსნება გროტესკის კონტრასტულობა, კომიკურისა და ტრაგიკულის, რეალურისა და ფანტასტიკურის ერთდროულად გამოსახვა. გროტესკი მოვლენის არსი წვდომის მხატვრული ხერხია, მხატვრული განზოგადების უმძლავრესი საშუალებაა.
 
გროტესკი ფართოდ იყო გამოყენებული მიმოსების მიერ ანტიკურ ხანაში. ამ ხერხს მიმართავდნენ [[არისტოფანე]] და [[პლავტუსი ტიტუს მაქციუსი|პლავტუსი]] თავის კომედიებში. იგი პოპულარული იყო შუა საუკუნეების ფარსულ წარმოდგენებში, [[კომედია დელ’არტე]]ში, [[შექსპირი]]ს [[კომედია|კომედიებში]]. მას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რომანტიკოსებმაც, მიიჩნიეს რა იგი ცხოვრების პარადოქსულობის გამომსახველად. გროტესკი მრავლად გვხვდება [[ჰოფმანი ერნსტ ტეოდორ ამადეი|ჰოფმანი]]სა და [[ჰიუგო ვიქტორ მარი|ჰიუგო]]ს შემოქმედებაში.
+
გროტესკი ფართოდ იყო გამოყენებული მიმოსების მიერ ანტიკურ ხანაში. ამ ხერხს მიმართავდნენ [[არისტოფანე]] და [[პლავტუსი ტიტუს მაქციუსი|პლავტუსი]] თავის კომედიებში. იგი პოპულარული იყო შუა საუკუნეების ფარსულ წარმოდგენებში, [[კომედია დელ’არტე]]ში, [[შექსპირი უილიამ|შექსპირი]]ს [[კომედია|კომედიებში]]. მას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რომანტიკოსებმაც, მიიჩნიეს რა იგი ცხოვრების პარადოქსულობის გამომსახველად. გროტესკი მრავლად გვხვდება [[ჰოფმანი ერნსტ ტეოდორ ამადეი|ჰოფმანი]]სა და [[ჰიუგო ვიქტორ მარი|ჰიუგო]]ს შემოქმედებაში.
  
გროტესკი, ამასთანავე, ასახვის უნივერსალური ფორმაა. იგი აერთიანებს არამოტივირებულ კომიზმს და პოლიტიკურ თუ ფილოსოფიურ [[სატირა]]ს ([[ვოლტერი]], სვიფტი). გროტესკი შეიძლება იყოს სატირული, იგავური, კომიკური, რომანტიკული, ნიჰილისტური (და ა.შ.).
 
მიმდინარე ცვლილება 22:20, 10 ივლისი 2025 მდგომარეობით

გროტესკი – მხატვრული ჟანრი აგრეთვე ხერხი. გროტესკი არის მხატვრული სახიერების ნიმუში და ეფუძნება კომიკურ, კარიკატურულ, ბურლესკურ და უცნაურ ეფექტებს. გროტესკი აღიქმება როგორც ცნობილი ნორმატიული ფორმების ნიშანდობლივი დამახინჯება მოვლენის შინაგანი ორსახოვნების წარმოჩენის მიზნით. ამით აიხსნება გროტესკის კონტრასტულობა, კომიკურისა და ტრაგიკულის, რეალურისა და ფანტასტიკურის ერთდროულად გამოსახვა. გროტესკი მოვლენის არსი წვდომის მხატვრული ხერხია, მხატვრული განზოგადების უმძლავრესი საშუალებაა.

გროტესკი ფართოდ იყო გამოყენებული მიმოსების მიერ ანტიკურ ხანაში. ამ ხერხს მიმართავდნენ არისტოფანე და პლავტუსი თავის კომედიებში. იგი პოპულარული იყო შუა საუკუნეების ფარსულ წარმოდგენებში, კომედია დელ’არტეში, შექსპირის კომედიებში. მას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რომანტიკოსებმაც, მიიჩნიეს რა იგი ცხოვრების პარადოქსულობის გამომსახველად. გროტესკი მრავლად გვხვდება ჰოფმანისა და ჰიუგოს შემოქმედებაში.

გროტესკი, ამასთანავე, ასახვის უნივერსალური ფორმაა. იგი აერთიანებს არამოტივირებულ კომიზმს და პოლიტიკურ თუ ფილოსოფიურ სატირას (ვოლტერი, სვიფტი). გროტესკი შეიძლება იყოს სატირული, იგავური, კომიკური, რომანტიკული, ნიჰილისტური (და ა.შ.).

გროტესკი უშუალოდ ამოზრდილია შინაარსიდან და ხშირად თავადვე შობს ახალ შინაარსს. სწორედ ამ თვისებების გამო, იგი არ არის ჩვეულებრივი სტილური ხერხი.

გროტესკი მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრაგიკომიკურთან. ტრაგიკულისა და კომიკურის ერთდროულობის ეფექტი, თავისი არსით, გროტესკულია.

გროტესკის მთავარი ღირსება გამოსახვის სიზუსტეშია. იგი შორს დგას მიკერძოებისაგან და თვით მახინჯსა და მდაბალშიც კი პოულობს მხატვრულ ელემენტებს.

მ. გეგია

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები