გეეუშ ურვან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:ღმერთები]]
 
[[კატეგორია:ღმერთები]]
[[კატეგორია:ღმერთები ირანულ მითოლოგიაში]]
+
[[კატეგორია:ირანული ღვთაებანი]]

მიმდინარე ცვლილება 17:15, 28 ივნისი 2017 მდგომარეობით

გეეუშ ურვან(ირან.) „ხარის სული“, ნახირის მფარველი ღვთაება, რომელსაც უბრუნდება ყველა დაკლული (მსხვერპლად შეწირული) ხარის სული.

გეეუშ ურვანი ამავე დროს არის ხარის პირველსახე და მისი განსახიერებაც. აჰურა მაზდას განჩინებით, საქონელი განკუთვნილია ადამიანისთვის – უნდა ემსახუროს მას თავისი ძალით, დააკმაყოფილოს საკვებით – ხორცით და რძით, მაგრამ ადამიანიც ვალდებულია მის წინაშე: უნდა დაიცვას იგი ძალადობისგან, უზრუნველყოს მისი მშვიდობა და უსაფრთხოება გარეშე მტრისგან, აეშმასა და დრუგას მიმდევართაგან. ამას შესთხოვს გეეუშ ურვანი აჰურამაზდას და იგიც აკმაყოფილებს მის თხოვნას. ხარის სულისთვის ზრუნვა მაზდეანური რელიგიის ერთ-ერთი მცნებაა.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები