დიკე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
[[კატეგორია:ქალღმერთები]] | [[კატეგორია:ქალღმერთები]] | ||
| − | [[კატეგორია:ქალღმერთები | + | [[კატეგორია:ბერძნული ქალღმერთები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:45, 29 ივნისი 2017 მდგომარეობით
დიკე – (ბერძნ.) სიმართლის ღვთაება, მართლმსაჯულების განსახიერება, ზევსისა და თემისის ასული, ჰორათაგან ერთ-ერთი.
დიკე თვალყურს ადევნებს ადამიანთა ცხოვრებას და არამართალი ამბები მიაქვს ზევსთან. ზოგი მითოსი დიკეს ზევსის მრჩევლად წარმოგვიდგენს. ტრაგედიებში იგი მრისხანე შურისმგებელ ღვთაებად გვევლინება, რომელიც ღუპავს უსამართლო ადამიანებს. მისი ერთ-ერთი მეტსახელია ასტრეა (ვარსკვლავისეული), რომელიც იმას მიგვანიშნებს, რომ ჭეშმარიტი მართლგანგება მხოლოდ ზეცად აღესრულება.
დიკეს ანტიკურ ხელოვნებაში მრისხანე გამომეტყველების ქალად წარმოსახავდნენ.