აბაშიძე ვახუშტი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
== წყარო== | == წყარო== | ||
[[საქართველოს ისტორია:ლექსიკონი]] | [[საქართველოს ისტორია:ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქართველი ფეოდალები]] |
23:38, 19 სექტემბერი 2025-ის ვერსია
ვახუშტი აბაშიძე – ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში. 1711 წელს ვახუშტი აბაშიძე იმერეთიდან ქართლს გადავიდა, ვახტანგ VI-ს ეყმო და მისგან მიიღო უძეოდ გადაგებული პაატა აბაშიძის მამული (ქვიშხეთი, ტაშისკარი, ციხისძირი, მონასტერი და სხვ.). ამასთან ვახუშტის მამულიც (იმერეთის სოფ. ვანი ციხით, მიმდგომი ადგილებითა და ყმებითურთ ქართლის სამეფოს ფარგლებში შევიდა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალო და ლეკ მოთარეშეთაგან ქართლის დასავლეთ საზღვრების დასაცავად (ვახანზე გადიოდა ახალციხიდან ქართლისაკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა).
1712 წელს ვახტანგ VI-მ ვახუშტი აბაშიძეს მიათხოვა თავისი ასული ანუკა ბატონიშვილი. XVIII საუკუნის 40-იან წლებში ვ. აბაშიძე სხვა თავადებთან ერთად მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ნადირ შაჰის წინააღმდეგ.