ბერკი ედმუნდ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერკი ედმუნდ“ გადაიტანა გვერდზე „ედმუნდ ბერკი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ედმუნდ ბერკი“ გადაიტანა გვერდზე „ბერკი ედმუნდ“ გადამისამართე...) |
14:49, 26 სექტემბერი 2025-ის ვერსია
ედმუნდ ბერკი – (ინგლ. Edmund Burke, დ. 12 იანვარი, 1729 – გ. 9 ივლისი, 1797), დუბლინში დაბადებული ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, 1766-1794 წლებში იყო ბრიტანეთის პარლამენტის წევრი თემთა პალატაში ვიგების პარტიიდან. ედმუნდ ბერკს ხშირად ანგლო-ამერიკული კონსერვატიული ტრადიციის ფუძემდებლადაც მიიჩნევენ.
ბერკის რეპუტაცია, ძირითადად, რამდენიმე ნაშრომის შედეგია — რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნია კრიტიკული პათოსით გამსჭვალული მისი „განსჯანი საფრანგეთის რევოლუციის თაობაზე“ (1790). ამერიკული რევოლუციისადმი გარკვეული სიმპათიის მიუხედავად, ბერკი მაინც მკაცრად უდგებოდა საფრანგეთიდან მომდინარე იმ პრინციპების ხელოვნურად დანერგვის მცდელობას, როგორებიცაა თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა; ამტკიცებდა, სიბრძნის ერთადერთი წყარო გამოცდილება, ტრადიცია და ისტორიააო. თუმცა, ასევე მიაჩნდა, რომ საფრანგეთის მონარქია თავად იყო დამნაშავე საკუთარ უბედურებაში, ვინაიდან არ მოისურვა „შეცვლილიყო, რათა შეენარჩუნებინა“. ბერკი ეჭვით უყურებდა ზოგადად ხელისუფლებას და მიიჩნევდა, ამ უკანასკნელს ბოროტების აღკვეთა შეუძლია მხოლოდ, სიკეთის თესვა კი — იშვიათადო. საგულისხმოა, რომ საბაზრო ურთიერთობებს ბერკი „ბუნებრივ წესრიგად“ მიიჩნევდა.