ბერიძე კობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კობა ბერიძე''' – პოეტი, პროზაიკოსი, დაიბადა 1976 წლის 22 მაისს, ქე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერიძე კობა“ გადაიტანა გვერდზე „კობა ბერიძე“) |
16:34, 6 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
კობა ბერიძე – პოეტი, პროზაიკოსი, დაიბადა 1976 წლის 22 მაისს, ქედის რაიონის სოფელ ხარაულაში. 1993 წელს დაამთავრა ხარაულას საშუალო სკოლა. შემდეგ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (იურისტის სპეციალობით).
ავტორია ლექსების კრებულებისა: „ფოთლების ხალიჩა“ (2003) და „ჩვილი მთვარე“ (2012). იბეჭდება ჟურნალ „ჭოროხში“ და ქართულ პერიოდულ პრესაში.
მუშაობდა ქედის რაიონული გაზეთის („იმედი“) კორესპონდენტად. ამჟამად ეწევა ბიზნეს საქმიანობას.