ბერიძე იამზე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იამზე ბერიძე“ გადაიტანა გვერდზე „ბერიძე იამზე“ გადამისამართე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[აჭარაში მოღვაწე | + | [[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]] |
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ბერიძეები]] | [[კატეგორია:ბერიძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:01, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
იამზე ბერიძე – ქართველი პოეტი, დაიბადა შუახევის რაიონის სოფელ ტბეთში, 1973 წლის 19 თებერვალს.
1989 წელს დაამთავრა ტბეთის საშუალო სკოლა, 1996 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ტბეთის საშუალო სკოლის მხატვრული წრის ხელმძღვანელად, მასწავლებლად.
იამზე ბერიძის პირველი ლექსები 2005 წელს დაიბეჭდა, შუახევის რაიონული გაზეთის („ცისკარი“) ფურცლებზე. მისი ლექსები შეტანილია პოეტურ კრებულებში („მთის ყვავილები“ და „ლექსო არ დაიკარგები“).
გამოცემული აქვს დამოუკიდებელი კრებულები: „თეთრი გედი“ (2008), „თოვლის გუნდასავით“ (2013), „ლექსი ტოროლას რომ შევადარე" (2015). ჟურნალ „ჭოროხში“ გამოქვეყნებული აქვს ესე – „1918 წლის 21 მაისი ქართულ პოეზიაში, პროზასა და პუბლიცისტიკაში“.
2018 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.