ბოლქვაძე ნიაზ
(ახალი გვერდი: '''ნიაზ გოლქვაძე''' – ქართველი მწერალი, ფილოსოფოსი, საზოგადო მ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბოლქვაძე ნიაზ“ გადაიტანა გვერდზე „ნიაზ გოლქვაძე“) |
16:59, 6 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ნიაზ გოლქვაძე – ქართველი მწერალი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1962 წლის 28 აპრილს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში.
ჩაქვის M93 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. ქუთაისის ავტომექანიკურ ტექნიკუმში. წლების მანძილზე მისდევდა სპორტს. იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების მწვრთნელ-ინსტრუქტორი კარატეს განხრით.
1999 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური აკადემიის ბათუმის ფილიალი, სპეციალობით – პოლიტოლოგია.
2004 წელს დაამთავრა ბაშკირეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სოციალური ფილოსოფიის განხრით.
ბაშკირეთში მოღვაწეობის პერიოდში იყო არაერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის სულისჩამდგმელი და მონაწილე. მისი იდეითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა ბაშკირეთის ქართველთა დიასპორის ცენტრი, რომლის პრეზიდენტად თავად იყო არჩეული (ქართველთა სათვისტომო აერთიანებდა ბაშკირეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ რვაასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს).
ნიაზ ბოლქვაძის სახელს უკავშირდება ქ. უფაში რესპუბლიკური მნიშვნელობის რუსთაველის სახელობის ქართული ეროვნული კულტურის ცენტრის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ქართული ლიტერატურის განყოფილების დაარსება, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული საკვირაო საბაზო სკოლის გახსნა, ქ. უფაში ბაშკირეთის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქართული კულტურის დღეების ჩატარება და მისი ტრადიციად გადაქცევა.
ნიაზ ბოლქვაძის მზრუნველობით, ქ. უფის ერთ-ერთი დიდი ქუჩა ატარებს შოთა რუსთაველის სახელს. მისი მზრუნველობით 2003 წელს ბაშკირეთში მცხოვრებმა ქართველმა თანამემამულეებმა რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში მიიღეს ქართულად წირვა-ლოცვის უფლება.
2002 წელს ნიაზ ბოლქვაძე დასახელებულ იქმნა ბაშკირეთის წლის საუკეთესო ადამიანად.
2005 წელს იგი დაბრუნდა სამშობლოში და გააგრძელა აქტიური საზოგადოებრივი, ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობა.
2006 წლის 23 ივნისს, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო ყრილობაზე ნიაზ ბოლქვაძე არჩეულ იქნა აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის პრეზიდენტად.
ფილოსოფიური აზრის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ეთიკის, რელიგიისა და კულტუროლოგიის მიმართულებით, 2006 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრად და მიენიჭა საპატიო აკადემიკოსის წოდება.
2008 წელს მისი იდეითა და ხელმძღვანელობით ქ. ბათუმში დაარსდა „მამულიშვილთა“ კავშირთან არსებული ორგანიზაცია – „საქართველოს გადარჩენისათვის“, ამავე წელს მიღებულ იქნა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად.
ნიაზ ბოლქვაძე შვიდი წიგნის, ასზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. იბეჭდება როგორც საქართველოში, ასევე უცხოურ გამომცემლობებში.
გამოქვეყნებულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია: „ქართული სუფრა“ თამადის ხელოვნება (2004), „ვალი წინაპართა ნაკვალევზე“ (2005), „წერილები ჩემს ვაჟს“ (2007), „საქართველოს გადასარჩენად“ (2008), „აზროვნების ეკოლოგია“ (2017) და სხვ.