გელაძე მიხეილ
(ახალი გვერდი: '''მიხეილ გელაძე''' – ქართველი პედაგოგი, პოეტი და მთარგმნელი. დ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]] | [[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| − | [[კატეგორია:ქართველი | + | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] |
[[კატეგორია:გელაძეები]] | [[კატეგორია:გელაძეები]] | ||
17:23, 6 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
მიხეილ გელაძე – ქართველი პედაგოგი, პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა 1957 წლის 24 იანვარს, ხულოს რაიონის სოფელ დანისპარაულში. 1974 წელს დაამთავრა ხულოს საშუალო სკოლა-ინტერნატი, 1983 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით).
1983-1990 წლებში მუშაობდა რიყეთის საშუალო სკოლაში, რუსული ენის, ლიტერატურის და გერმანული ენის მასწავლებლად, 1990-2007 წლამდე – დანისპარაულის საშუალო სკოლაში (დირექტორის მოადგილედ დაწყებითი სამხედრო მომზადების დარგში), შემდგომ ქართული ენის, ლიტერატურის, გერმანული ენის და სამოქალაქო თავდაცვის მასწავლებლად.
2007-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდობის დახმარების ასოციაცია „სად“-ში.
2010 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველოს გამომცემლობის რედაქტორია.
ავტორია ლექსთა კრებულისა – „ჩემით იწყება საქართველო“ (2018). გადათარგმნილი აქვს არაერთი რელიგიურ-თეოლოგიური ხასიათის ლიტერატურა.