კონცელიძე ლალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლალი კონცელიძე''' – ქართველი მთარგმნელი, დაიბადა 1968 წლის 29 ივ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კონცელიძე ლალი“ გადაიტანა გვერდზე „ლალი კონცელიძე“) |
13:43, 7 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ლალი კონცელიძე – ქართველი მთარგმნელი, დაიბადა 1968 წლის 29 ივნისს. 1985 წელს დაამთავრა ბათუმის M922 საშუალო სკოლა, 1991 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით).
1998-2015 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „აჭარაში“ (კორექტორად, რედაქტორად, მთავარ რედაქტორად, დირექტორად).
პარალელურად, 2008 წლიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის რედაქტორია, 2016 წლის დეკემბრიდან – აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი.
არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს ნატალია ტოლსტაიას, ვლადიმერ გაჩევის, ალექსი თარიას, ალექსანდრ პოტიომკინის ნაწარმოებები.