აბულაძე ბეჟან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბეჟან აბულაძე''' – ქართველი პოეტი. დაიბადა 1940 წელს, ხულოს რაიო...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბულაძე ბეჟან“ გადაიტანა გვერდზე „ბეჟან აბულაძე“) |
12:33, 9 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ბეჟან აბულაძე – ქართველი პოეტი. დაიბადა 1940 წელს, ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში. დაამთავრა ხულოს საშუალო სკოლა. სხვადასხვა დროს იყო კოლმეურნეობის რიგითი წევრი, კომკავშირის მდივანი, პარტიული ორგანიზაციის მდივანი, კონტროლის თავმჯდომარე, ბრიგადირი. არჩეული იყო ხულოს სასამართლოს მორიგ მსაჯულად და სოფელ ოქტომბრის სასოფლო საბჭოს დეპუტატად. 1978 წლიდან საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოების წევრია.
გამოცემული აქვს სამი ლექსთა კრებული. ორი მათგანი ერთი და იმავე სათაურითაა („არგინეთზე მზე გადმოდის“, 2015, 2018) და „ცის სიმალლიდან“ (2019).