რომანაძე შაქრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შაქრო რომანაძე''' – (1941-2014), მწერალი, დაიბადა 1941 წლის 3 მაისს, ქობუ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რომანაძე შაქრო“ გადაიტანა გვერდზე „შაქრო რომანაძე“)

13:11, 10 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

შაქრო რომანაძე – (1941-2014), მწერალი, დაიბადა 1941 წლის 3 მაისს, ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში. აჭყვისთავის საშუალო სკოლის შემდეგ, 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის საკავშირო ლიტერატურის ინსტიტუტი. უნდა ითქვას, რომ იგი ერთადერთი პიროვნება იყო საქართველოდან, რომელმაც ამ ინსტიტუტის ექვსწლიანი სრული კურსი დაასრულა.

შაქრო რომანაძის პირველი მოთხრობა – „მწვერვალები“ დაიბეჭდა გაზეთ „იზვესტიაში“ იბეჭდებოდა ჟურნალ „მოლოდაია გვარდიაში“. აქვე გამოაქვეყნა რომანი „მოხუცი ყემბერის წყარო“ და დაჯილდოვდა ჟურნალ „მოლოდაია გვარდიას“ ცნობილი პრემიით. იგივე მოთხრობა გადაბეჭდა „რომან გაზეტამაც“ თავის საიუბილეო ნომერში.

ნაყოფიერად მოღვაწეობდა ჟურნალისტიკის სფეროში. ათეული წლების მანძილზე მუშაობდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტად აჭარაში; იყო მაშინდელი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. ავტორია 200-ზე მეტი საინტერესო ჟურნალისტური სტატიისა.

გამოცემული აქვს წიგნები: „მოხუცი ყემბერის წყარო“ (1977), „ფესვები" (1983), „ხინოს გადასახედიდან" (1999), „მწვერვალები“ (2002).

დაკრძალულია სოფელ აჭყვისთავში.


წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები