აბულაძე ვახტანგ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბულაძე ვახტანგ“ გადაიტანა გვერდზე „ვახტანგ აბულაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვახტანგ აბულაძე“ გადაიტანა გვერდზე „აბულაძე ვახტანგ“ გადამის...) |
16:37, 10 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ვახტანგ აბულაძე – ქართველი პოეტი და პუბლიცისტი. დაიბადა 1959 წლის 5 მაისს,ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში. ლექსებს ბავშვობიდანვე წერდა. პერიოდულად იბეჭდებოდა ადგილობრივ პერიოდულ პრესაში, ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, ახალგაზრდა პოეტთა კრებულებში.
აქვეყნებდა სხვადასხვა ჟანრის საზოგადოებრივ-პოლიფიკურ თუ რელიგიურ თემებზე დაწერილ პუბლიკაციებს. იყო გაზეთების – „სხალთის ზარები“ და „საჩინო“ – რედაქტორის მოადგილე.
ეროვნული მოძრაობის წლებში იყო „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ ხულოს ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებელი, პრესმდივანი და ბოლოს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი-სპიკერი. 1991-1996 წლებში არჩეული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 2004-2012 წლებში მუშაობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში.
გამოცემული აქვს ლექსთა ორი კრებული – „სულის კიდობანი“ (2015) და „ზეცამდე“ (2019).
გარდაიცვალა 2016 წელს.