არაბთა გაერთიანებული საამიროები
(→მეურნეობა) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 35: | ხაზი 35: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | + | * [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
| − | [[საზღვერგარეთული აზიის ქვეყნები:გეოგრაფიული და პოლიტიკური ცნობარი]] | + | * [[საზღვერგარეთული აზიის ქვეყნები:გეოგრაფიული და პოლიტიკური ცნობარი]] |
[[კატეგორია:სახელმწიფოები]] | [[კატეგორია:სახელმწიფოები]] | ||
[[კატეგორია:სახელმწიფოები არაბეთის ნახევარკუნძულზე]] | [[კატეგორია:სახელმწიფოები არაბეთის ნახევარკუნძულზე]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:50, 13 ოქტომბერი 2025 მდგომარეობით
არაბთა გაერთიანებული საამიროები – სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. არაბთა გაერთიანებული ემირატები (აგე) წარმოადგენს შვიდი არაბული სამთავროს კავშირს. მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, სპარსეთისა და ომანის უბეების სანაპიროზე.
ფართობი – 83,6 ათ. კმ2. მოსახლეობა შეადგენს 4,7 მლნ. კაცს (2012). მოსახლეობის 90% არაბია, დანარჩენი – სხვა არაბული სახელმწიფოებიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან.
სახელმწიფო ენა – არაბული.
დედაქალაქი – ქ. აბუ-დაბი.
მსხვილი ქალაქია აგრეთვე დუბაი (90 ათასი მცხოვრებით).
გაბატონებული რელიგია - მუსლიმანური (სუნი, ნაწილობრივ შიი),
ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე – 2 დეკემბერი (1971).
არაბთა გაერთიანებული საამიროები ფედერაციული სახელმწიფოა, შედგება 7 ემირატისაგან (სათავადოსგან): აბუ-დაბი, ანჯამანი, დუბაი, რას-ელჰაიმა, უმ-ელ-კაივანი, ელ-ფუჯაირა და შარჯა.
სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა ფედერაციის უმაღლესი საბჭო, სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, სათათბირო ორგანო – ეროვნული საბჭო (პარლამენტი), აღმასრულებელი ხელისუფლება – მინისტრთა საბჭო (მთავრობა).
დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1917 წლის 2 დეკემბრიდან. ქვეყანა გამოირჩევა ცხოვრების მაღალი დონით. ეკონომიკის საფუძველია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება.
ძირითადი საზღვაო პორტებია: ჯაბელ-ალი, ჯანელ-დხანი, ფახლტი, დუბაი, რუვაისი, მინასაკრი.
აქვს 6 საერთაშორისო აეროპორტი, მათგან ძირითადებია: აბუ-დაბი, დუბაი, რასელ-ხაიმა.
შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა შეადგენს 56 ათ. კაცს (2012). სახმელეთო ჯარები 49 ათ., სამხედრო-საჰაერო 4,5 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 2,5 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება კონტრაქტით (დაქირავებით).
სარჩევი |
[რედაქტირება] ისტორია
ემირატების ტერიტორია ინგლისელებმა ხელთ იგდეს XIX საუკუნის დამდეგს, როდესაც იგი „მეკობრეთა სანაპიროს“ სახელწოდებით იყო ცნობილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგად 1968 წელს ინგლისელებმა თავისი ჯარი გაიყვანეს, ხოლო 1971 წელს შვიდი სამთავრო-ემირატი გაერთიანდა ერთ არაბულ სახელმწიფოდ. არაბთა გაერთიანებული ემირატები არის არაბული ქვეყნების ლიგისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი.
[რედაქტირება] ბუნებრივი პირობები
გაერთიანებული ემირატების ტერიტორიის რელიეფი ძირითადად დაბლობია, მხოლოდ რას-ალ–ჯებელის ნახევარკუნძულზე არის საშუალო სიმაღლის მთები ტერიტორია მთლიანად ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოს უკავია, ამიტომ მცენარეულ საფარსა და წყალს ძირითადად მოკლებულია (გარდა ოახისეროსა).
[რედაქტირება] მეურნეობა
გაერთიანებული ემირატების ეროვნული შემოსავლის მთავარი წყაროა ნავთობი, რომლის მარაგს 3 მლრდ ტონას ვარაუდობენ, ნავთობის წლიური მოპოვება 75-80 მლნ ტ შეადგენს. შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კულტურების, განსაკუთრებით ფინიკიური პალმის ნაყოფისა და ციტრუსოვანთა წარმოება, საფოსტო მარკების გამოშვება, რომლებიც დიდი მო წონებით სარგებლობს მსოფლიოს ფილატელისტთა შორის. არის
