აბულეთისძე ქირქაშ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბულეთისძე ქირქაშ“ გადაიტანა გვერდზე „ქირქაშ აბულეთისძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქირქაშ აბულეთისძე“ გადაიტანა გვერდზე „აბულეთისძე ქირქაშ“ გად...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:15, 17 ოქტომბერი 2025 მდგომარეობით

ქირქაშ აბულეთის ძე - ამირსპასალარი 1155 წ. 1155 წ-ის გადატრიალების შემდეგ, დავით V დემეტრეს ძის ხანმოკლე მეფობაში ამირსპასალარობა ქირქაშ აბულეთისძეს მიუღია. ამ პირის შესახებ მცირეოდენი ცნობები შემონახულია სომეხ ისტორიკოს ვარდანთან. ქირქაშის მამა ივანე აბულეთისძე მამისაგან (აქ: დემეტრე I ) განდგომილი დავით უფლისწულის თანამზრახველი ყოფილა, რის გამოც იგი დემეტრეს ბრძანებით მოუკლავთ. ივანეს შვილი ქირქაში გაქცეულა, მაგრამ შეუპყრიათ და საპატიმროში დაუმწყვდევიათ. დავითმა ტახტზე ასვლისას გაათავისუფლა ქირქაში და ამირსპასალარობა უბოძა. 1156 წ., დავითის გარდაცვალების შემდეგ, ქირქაში სუმბატ და ივანე (II) ორბელებს მოუკლავთ.



[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • დავლიანიძე 1968: 31;
  • მესხია 1979: 17.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები