ზიუსუდრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:შუმერული მითები]]
 
[[კატეგორია:შუმერული მითები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:წარღვნის მითოსი‏‎]]

მიმდინარე ცვლილება 14:21, 7 ივლისი 2017 მდგომარეობით

ზიუსუდრა(შუმ.) „მარადიული სიცოცხლისაკენ მავალი“, წარღვნის მითოსის გმირი, რომელიც, როგორც „შემნახველი სულდგმულთა და კაცთა თესლისა“, ღმერთებმა გააუკვდავეს („მარადიული ღვთიური სუნთქვა შთაბერეს“) და დილმუნში დაასახლეს.

უცნობია ზიუსუდრას წარღვნამდელი ყოფა. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი, ისევე როგორც აქადური ეპოსის უთანაფიშთი, ქალაქ შურუფაქის მკვიდრი იყო. შუმერელ „მეფეთა სიაში“ რატომღაც უკანასკნელ წარღვნამდელ მეფედ მოხსენიებულია არა ზიუსუდრა, არამედ მისი მამა უბარა-თუთუ.

ზიუსუდრას სახელს ატარებს შუმერული დიდაქტიკური თხზულების ადრესატი, რომლის მამად იწოდება „შურუფაქ უბარათუს ძე“.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები